ცქიტიშვილი ავთანდილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცქიტიშვილი ავთანდილ ლევანის ძე – (1950-2013), გენერალ-მაიორი (1993) გენერალური შტაბის უფროსი (1993-94).
განათლება
- დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი (1972),
- ლენინგრადის საარტილერიო აკადემია (1981).
სამხედრო მოღვაწეობა
- მსახურობდა საბჭოთა ჯარში (1972-91),
- ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაური (1991),
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (1992-93),
- სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსი, სასაზღვრო ძალების სარდლის მოადგილე (1997-99).
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.