საბრძოლო მასალების მოქმედება
საბრძოლო მასალების მოქმედება – ეფექტი, შექმნილი საბრძოლო მასალების მიერ მათი დანიშნულების შესაბამისად გამოყენების დროს. საბრძოლო მასალების ყველაზე დამახასიათებელი სახეებია:
დ ა რ ტ ყ მ ი თ ი – მიზნის დაზიანება მოძრავი საბრძოლო მასალის კინეტიკური ენერგიის ხარჯზე (ხასიათდება საბრძოლო მასალის მასით, მოხვედრის
სიჩქარით და მასალის მდგრადობით);
კ უ მ უ ლ ა ც ი უ რ ი – მიზნის დაზიანება აფეთქების დროს გამოყოფილი ენერგიის მოცემული მიმართულებით კონცენტრაციით (კუმულაციის
ეფექტი);
მ ს ხ ვ რ ე ვ ა დ ი – მიზნის დაზიანება მასზე საბრძოლო მასალის კორპუსის გასკდომის შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებით ან საგანგებოდ გამოყენებული მზა მომაკვდინებელი ელემენტების მექანიკური ზემოქმედებით (ხასიათდება ნამსხვრევების რაოდენობით და მასით, მათი ფრენის
სისწრაფით);
ფ უ გ ა ს უ რ ი – მიზნის დაზიანება მუხტის აფეთქების პროდუქტებითა და წარმოქმნილი დარტყმითი ტალღით (ხასიათდება წარმოქმნილი ძაბრის მოცულობით და დარტყმითი ტალღის ჭარბი წნევის სიდიდით);
ც ე ც ხ ლ გ ა მ ჩ ე ნ ი – მიზნის დაზიანება ცეცხლის გაჩენით, საგანგებო ცეცხლგამჩენი შემადგენლობით.