სამხედრო ოლქი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო ოლქი – ძირითადი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ზოგიერთ სახელმწიფოში. შეიარაღებული ძალების საერთო-საჯარისო, ოპერატიულ-სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება. განკუთვნილია ქვეყნის შეიარაღებული დაცვისთვის მოსამზადებლად, სახელმწიფოს მთლიანობის და ტერიტორიის ხელშეუხებლობის შეიარაღებული დაცვისთვის (პასუხისმგებლობის დაწესებულ საზღვრებში).
სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედიან: შეიარაღებული ძალების სამხედრო მმართველობის ორგანოები, გაერთიანებები, შენაერთები, სამხედრო ნაწილები, ორგანიზაცები, რომლებიც სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე არიან განლაგებული, მას სათავეში უდგას სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017