სამხედრო-საზღვაო რაიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო-საზღვაო რაიონი – სხვადასხვა სამხედრო დანაყოფისა და დაწესებულების ტერიტორიული გაერთიანება. განკუთვნილია ფლოტის ძალების ბაზირების უზრუნველყოფისთვის, მათი ინტერესებისთვის სამობილიზაციო ღონისძიებების ჩასატარებლად, ბაზების ზღვიდან დაცვის ორგანეზებისთვის, გამოყოფილ ზონაში სათანადო ოპერატიული რეჟიმის დამყარება-შენარჩუნებისთვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017