ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) პუნქტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) პუნქტი – სანაპიროს მონაკვეთი მიმდებარე აკვატორიით, განკუთვნილი იმ ხომალდების და ტრანსპორტის სატვირთო ოპერაციების წარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო და სახალხო-სამეურნეო გადაზიდვას.
ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) პუნქტში სატვირთო ოპერაციები შეიძლება შესრულდეს ამწეებით აღჭურვილ ნავმისადგომებთან. ასევე სანაპიროს გაუმართავ უბნებსა და რეიდებზე ხომალდების (გემების) ჩასატვირთ-გადმოსატვირთი მოწყობილობის და მცურავი საშუალებების მეშვეობით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017