შეხვედრის ზღუდე
შეხვედრის ზღუდე
1. პირობითი ხაზი ადგილმდებარეობაზე, სადაც ნავარაუდებია ან იმართება შეხვედრა იმ ჯარების, რომლებიც უტევენ მოწინააღმდეგეს (წინ წაიწევენ) ერთმანეთთან შეხვედრის მიზნით. ინიშნება ისეთი მოქმედებების დროს, რომელთა მიზანია მოწინააღმდეგის გარშემორტყმა, მისი დაჯგუფებების დანაწევრება და შემუსვრა. შეხვედრის ზღუდეზე ხორციელდება საჰაერო, საზღვაო დესანტებთან და მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში მოქმედ სხვა ძალებთან შეხვედრა. აგრეთვე, საკუთარი ჯარების ალყიდან გამოსვლისას იმ დაჯგუფების შესახვედრად, რომელიც დებლოკირებას ახდენს.
2. ადგილმდებარეობის ზოლი (მონაკვეთი), სადაც ნავარაუდებია ან მოხდა მხარეების შეტაკება შემხვედრი ბრძოლის (ბატალიის) დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017