ცეცხლის ზღვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლის ზღვარი
1. საზღვარი, რომლითაც გამოიყოფა საარტილერიო ცეცხლდაშენის რაიონი.
2. უსაფრთხოების კუთხეების საზღვრები საზენიტო ქვემეხიდან სროლის დროს. სახმელეთო ჯარებისათვის – ტაქტიკური აღნიშვნები, რომლებიც გამოიყენება ცალკეული ჯარისკაცისთვის, იარაღისთვის ან ქვედანაყოფისთვის ცეცხლის სექტორის დასადგენად, რაც ხელს უწყობს საკუთარი ძალების დაზიანების თავიდან აცილებას და მოწინააღმდეგის განადგურებას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017