ცეცხლის ტომარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლის ტომარა – ადგილმდებარეობის მონაკვეთი თავდაცვის მეწინავე ხაზის წინ ან სიღრმეში. მასზე ფლანგებიდან და ფრონტიდან მობილიზებულია ქვედანაყოფის ყველა საცეცხლე საშუალება ან მათი მეტი ნაწილის მაღალი სიმჭიდროვის ცეცხლი. მისი მიზანია შეტევაში მყოფი მოწინააღმდეგისათვის მაქსიმალური დანაკლისის მიყენება. იქმნება ცეცხლის სისტემის ორგანიზების დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017