სადაზვერვო ცნობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სადაზვერვო ცნობა – შენაერთის შტაბის საანგარიშო-საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მოწინააღმდეგეზე მონაცემებს დროის გარკვეულ პარიოდში, როგორც წესი დღე-ღამის განმავლობაში. წარედგინება ზემდგომ შტაბს სასწრაფო შეტყობინების ტაბელით დადგენილ ვადებში. აგრეთვე ეგზავნებათ ურთიერთმოქმედ და დაქვემდებარებულ შტაბებს ინფორმირების მიზნით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017