საბრძოლო თვითმფრინავები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:20, 8 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბრძოლო თვითმფრინავები – თვითმფრინავები, რომლებიც განკუთვნილია საარტილერიო, ბომბდამშენი და სარაკეტო აღჭურვილობით მიზნების გასანადგურებლად. ასევე – საჰაერო დაზვერვის, რადიო-ელექტრონული ბრძოლის და სხვა საწარმოებლად. საბრძოლო თვითმფრინავებს განეკუთვნება გამანადგურებლები, გამანადგურებელ-ბომბდამშენები, ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები, მოიერიშეები, თვითმფრინავმზვერავები, რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017