სამედიცინო სამსახური (სამხედრო მედიცინა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამედიცინო სამსახური – განკუთვნილია ჯარების (ძალების) სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზება-განხორციელებისათვის. მთელი რიგი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში შედგება სხვადასხვა სამედიცინო ქვედანაყოფების, ნაწილების, დაწესებულებებისა და მმართველი ორგანოებისაგან.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017