საგალერეო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 18 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საგალერეო თავდაცვა – პოზიციური თავდაცვა, რომელიც გალერეების (გვირაბების) გამოყენებას ეფუძნება. თავდაცვაში მყოფი ჯარების პოზიციებს, მართვის პუნქტებს, თავშესაფრებსა და საფრებს შორის მიმოსვლისთვის, ძალების და საშუალებების მანევრის, სანაღმო და კონტრსანაღმო ბრძოლის წარმოების დროს და დაცვითი ნაგებობების ვენტილაციისათვის გალერეები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, ციხესიმაგრეთა ალყის დროს, გამოიყენებოდა. ისინი (სიგანე 1,5–7 მ და სიმაღლე 1,8-3 მ, მათ თავზე მიწის დამცავი სისქე 30-50მ.) უძლებდნენ 500 კგ და მეტი კალიბრის საავიაციო ბომბების და ჭურვების აფეთქებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები