საერთო-საჯარისო ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:43, 29 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საერთო-საჯარისო ბრძოლა – ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობენ სახმელეთო ჯარების სხვადასხვა გვარეობის და შეიარაღებული ძალების სხვა სახეობის ქვედანაყოფები, ნაწილები და შენაერთები, რომელთაც აერთიანებს ერთიანი ჩანაფიქრი და გეგმა, შეთანხმებული მიზნის, დროისა და ადგილის მიხედვით.
მოწინააღმდეგის განადგურებას აღწევენ ყველა სახეობის იარაღის ცეცხლით, ჯარების (ძალების) აქტიური და გადამწყვეტი მოქმედებით, პირადი შემადგენლობის მორალური და ფიზიკური ძალების მაქსიმალური დაძაბვით. საერთო-საჯარისო ბრძოლა შეიძლება იყოს შეტევითი და თავდაცვითი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017