ჯგუფური ტაქტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:18, 30 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯგუფური ტაქტიკა - ბრძოლის წარმოების ხერხები და საშუალებები, დაფუძნებული ჯგუფური საბრძოლო წყობის გამოყენებაზე (შეიქმნა ქვეითთა უწყვეტი ჯაჭვების დანაწევრების შედეგად).
ჯგუფური ტაქტიკა შემუშავდა I მსოფლიო ომის დროს. გულისხმობდა მცირე ქვეითთა ჯგუფების (ათეული, ოცეული) მოქმედებას. ისინი, როგორც წესი, უტევდნენ მხარდამჭერი ქვემეხების, ტყვიამფრქვევების, ხოლო მოგვიანებით - ტანკების უკან. სიღრმითი ბრძოლის თეორიის გაჩენის შემდგომ ჯგუფურიმა ტაქტიკამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017