საველე მართვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:04, 8 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საველე მართვა – ომის დროს ოპერატიული (ოპერატიულ-სტრატეგიული) გაერთიანების მართვის ორგანოების სისტემა. წარსული ომების გამოცდილებით, გაერთიანების (დაჯგუფების, არმიის) საველე მართვა, ჩვეულებრივ, მოიცავდა სარდლობას, შტაბს (საველე შტაბს), ჯარების გვარეობების ლოგისტიკის, სპეციალური ჯარების და სამსახურების უფროსებს (მეთაურებს) შესაბამისი შტაბებით (სამმართველოებით, განყოფილებებით) და ზოგიერთ სხვა ორგანოს (კადრების სამმართველო, საფინანსო ორგანო). ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მომზადების და მსვლელობის დროს განლაგდება შესაბამის მართვის პუნქტებში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017