ბრძანებულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:42, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრძანებულება - სახელმწიფოს მეთაურის (მონარქის, პრეზიდენტის) მიერ გამოცემული აქტი.
შინაარსის მიხედვით ბრძანებულება შეიძლება იყოს ნორმატიული, რომელშიც დადგენილია სამართლებრივი ნორმა; უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონი და არანორმატიული, ინდივიდუალური (მაგალითად, ბრძანებულება ამა თუ იმ კონკრეტული პირის ორდენით დაჯილდოების შესახებ).
შეიარაღებულ ძალებში - სამსახურებრივი დოკუმენტი, რომელსაც გამოსცემს მეათაურის სახელით შტაბის უფროსი. ბრძანებულება უნდა შეესაბამებოდეს კანონების და სამხედრო წესდებების მოთხოვნებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.