წვრთნა (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წვრთნა (სამხედრო) – სამხედრო მანევრი ან სიმულირებული საბრძოლო ოპერაცია, რომელშიც შედის დაგეგმვის, მომზადების და შესრულების ოპერაციები. იგი ტარდება ვარჯიშის და განვითარების მიზნით. მონაწილე ქვედანაყოფების სურვილის მიხედვით შეიძლება ჩატარდეს კომბინირებული, ერთობლივი ან ცალკეული წვრთნის ოპერაციები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017