გენერალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გენერალი - (ლათინური generalis_საერთო, მთავარი), უმაღლეს ოფიცერთა სამხედრო წოდება (ჩინი).
პირველად მიიღეს საფრანგეთში XVI საუკუნეში. უმეტეს ქვეყნებში გვხვდება ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-პოლკოვნიკის, არმიის გენერლის წოდებები.
ზოგიერთ ქვეყანაში გენერლის ჩინის გრადაციისთვის გამოიყენება ტერმინები: ერთვარსკვლავიანი, ორვარსკვლავიანი, სამვარსკვლავიანი, ოთხვარსკვლავიანი და ხუთვარსკვლავიანი გენერლები.
ასევე ანალოგიური ჩინები შეიძლება განისაზღვროს ბრიგადის, დივიზიის, კორპუსის, არმიის გენერლის სამხედრო წოდებაში. მინიჭების უფლება ჩვეულებრივ, აქვს ქვეყნის პრეზიდენტს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.