ტანკსაწინააღმდეგო რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:30, 2 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანკსაწინააღმდეგო რაიონი - საინჟინრო თვალსაზრისით მოწყობილი ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც დაკავებულია გამანადგურებელ-ტანკსაწინააღმდეგო ან საზარბაზნე არტილერიის ნაწილებით (ქვედანაყოფებით), სხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით, რომლებსაც აქვთ ცეცხლის საერთო სისტემა და ერთიანი მართვა; II მსოფლიო ომის წლებში ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთ-ერთი ელემენტი. ტ.რ. იქმნებოდა მსროლელთა პოლკებში, დივიზიებში, კორპუსებსა და არმიებში. ამ რაიონებში შედიოდა არტილერიის რამდენიმე დანაყოფი ბატარეიდან მაქსიმუმ პოლკამდე, ბრიგადამდე, ხოლო ზოგჯერ ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ცეცხლსატყორცნების, მეტყვიამფრქვევეთა და მესანგრეთა ქვედანაყოფები. ტ.რ-ის სიდიდე შეადგენდა ფრონტზე 1 კმ-დან 4_6 კმ-მდე და 2_3 კმ-მდე სიღრმეში.

არტოლერია

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები