ძახველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Zaxveli.jpg
ძახველი


ძახველი – (Viburnum opulus L.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). 1.5-3.5 მ სიმაღლის ბუჩქია ან პატარა ხე, ნორჩი ტოტები შიშველია. ფოთლები მთლიანია, მოკლეყუნწიანი, ფართო, კვერცხის ან ელიფსის ფორმის, ფოთლის ფირფიტა სამნაკვთიანია და კიდეებზე დაკბილული; ზედა მხარე მუქი მწვანეა. ქვედა – ოდნავ შებუსული. ყვავილედი კენწრულია, ფარისებური. განაპირა ყვავილები დიდია, ბორბლისებური და უნაყოფო. თეთრი ფერისაა. დანარჩენი ყვავილები პატარაა. ყვ. V-VII; ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.


წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები