ურაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:40, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურაშა


ურაშა - (oterium polygamum Desf. = Sanguisorba minor subsp. Magnolia [Spach] Briq.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი, ძირში ფოთლებიანად ცოტად თუ ბევრად გაფარჩხულბეწვიანი, ზედა ნაწილში შიშველია, ზოგჯერ კი მთლიანად შიშველი. ფოთლები კენტფრთისებურია, უმეტესობა ფესვის ყელთანაა თავმოყრილი. თავაკები გრძელყუნწიანია, სფერული, 2 სმ-მდე სიგრძის. ჯამი მოყვითალოა, ზოგჯერ წაბლისფერი. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მშრალ ფერდობებზე, მდელოებზე, ქვაღორღიან და თიხნარ ნაზვავებზე, ტყის პირებში, ბუჩქნარებს შორის, ნაჩხატებსა და ნათესებში მთის ზედა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები