ძეძვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:59, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძეძვი


ძეძვი – (Paliurus spina-cristii Mill.); ოჯახი: თუთუბოსებრნი (Anacardiaceae). 1-3 მ სიმაღლის ძლიერ დატოტვილი ეკლიანი ბუჩქია. ნორჩი ტოტები და კვირტები ოდნავ არის შებუსული. ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური. კიდეებზე დაკბილული, იშვიათად – კიდემთლიანი, შიშველი, ზედა მხარე – მუქი მწვანე. თანაფოთლები ეკლებად არის გადაქცეული. ყვავილები პატარა ზომისაა, მოყვითალო-მომწვანო ფერის. ნაყოფი ფრთაშემოვლებულია. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე იზრდება ღორღიან და ქვიან ადგილებში, მთისწინეთებზე. გვხვდება ასევე ველების სარტყელში ქსეროფილურ დაჯგუფებებში. ქმნის სუფთა ბუჩქნარებს. მშრალი მუხნარების დერივატია. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, ხშირია კახეთშიც.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები