იალღუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:24, 19 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იალღუნი


იალღუნი – (Tamarix ramosissima Ledeb.); ოჯახი: იალღუნისებრნი (Tamaricaceae). 5 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია ან ხე. ქერქი მოწითალოა, ტოტები – შიშველი, მოლეგო. ფოთლები მჯდომარეა, კვერცხისებური ან ხაზურ-ლანცეტა, ნახევრად ღერომხვევი ძირითა და ზურგზე ქედით. ყვავილედი მტევანია, კენწრული. ეს ყვავილედები, თავის მხრივ, შეკრებილია დიდი ზომის საგველა ყვავილედებში. გვირგვინი პატარაა, ვარდისფერი ან თეთრი. ოდნავ საგრძნობი სასიამოვნო სუნით. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე იზრდება ქვიშნარ და თიხნარ ადგილებში, რიყნარებზე, მდინარეთა ნაპირებზე, ჭალის ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ივრის პირებზე. საქართველოში გავრცელებულია აჭარაში, ქართლში, ქვემო ქართლში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები