ამოცნობა (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:23, 23 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ამოცნობა (სამხედრო) - აღმოჩენილი ობიექტის (ჯარების, საფრენი აპარატის, ხომალდის და სხვა) სახეობის, მისი სახელმწიფოებრივი და უწყებრივი კუთვნილების დადგენა.
ხორციელდება ვიზუალურად ან სპეციალური რადიო-ელექტრონული სისტემების მეშვეობით. შეიძლება განხორციელდეს ამოსაცნობ ობიექტთან რადიოკავშირის საშუალებით, ხოლო ზღვაზე – ჰიდროაკუსტიკური საშუალებების გამოყენებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.