სტრატეგიული ხელმძღვანელობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:30, 14 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრატეგიული ხელმძღვანელობა - უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ორგანოების საქმიანობა შეიარაღებული ძალების მართვისათვის. სტრატეგიული ხელმძღვანელობის ობიექტია მთლიანად შეიარაღებული ძალები და მათი სტრატეგიული დაჯგუფებები.
ძირითადი არსია:
- გადაწყვეტილებების მომზადება და მიღება შეიარაღებული ძალების საქმიანობის ყველა დარგში მშვიდობიანობის და ომიანობის დროს (მიზნებისა და ამოცანების, მათი შესრულების ხერხების განსაზღვრა, ადამიანების, მატერიალური და საფინანსო რესურსების უზრუნველყოფა);
- ამოცანების დასახვა შეიარაღებული ძალებისა და მათი სტრატეგიული დაჯგუფებებისათვის;
- გადაწყვეტილებათა სარეალიზაციოდ მომზადება (შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების შექმნა, მათი მომზადება, ურთიერთქმედებისა და ყოველმხრივი უზრუნველყოფის ორგანიზაცია);
- შეიარაღებული ძალების მართვა საომარი მოქმედებების დროს, მათი ძალისხმევის წარმართვა დასახული მიზნების მისაღწევად.