ველიტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:51, 18 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ველიტები - მსუბუქი ქვეითი მებრძოლები რომაელი ლეგიონერების შემადგენლობაში (ძვ.წ. V-II საუკუნეებში). ბანაკებში და ლაშქრობაში ასრულებდნენ დაცვით სამსახურს. მოწინააღმდეგესთან შეხვედრის შემთხვევაში მონაწილეობას იღებდნენ ბრძოლაში, რითაც უზრუნველყოფდნენ ლეგიონის მთავარი ძალების საბრძოლო გაშლას.
შეიარაღება - ხმალი, მშვილდისარი, შურდული და 6 ხელშუბი.
დაცვითი შეიარაღება - ფარი და ტყავის ან ქეჩის ჩამოსაცმელი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017