ვეტერინარული ვითარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 26 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვეტერინარული ვითარება - ფაქტორები და პირობები, რომლებიც გაერთიანების (შენართის, ნაწილის) მოქმედების ზოლში ვეტერინარულ მდგომარეობას ახასიათებენ; ზურგის ვითარების შემადგენელი ნაწილი.
ვეტერინარული ვითარება მოიცავს:
- ტერიტორიის ეპიზოოტიურ მდგომარეობას;
- სასურსათო სამსახურის და სამხედრო ვაჭრობის ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიულ მდგომარეობას;
- დაჭრილი და დაავადებული ცხოველების არსებობას;
- ვეტერინარული უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი რესურსების გამოყენების შესაძლებლობას და თავისებურებებს.
ვეტერინარული ვითარების შესახებ ცნობები მიიღება ვეტერინარული დაზვერვის და სხვა წყაროებისგან.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017