თავშესაფარი (სამხედრო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:46, 28 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავშესაფარი - საფორტიფიკაციო (ჩვეულებრივ ჩაღრმავებული) ჰერმეტული ნაგებობა, რომელიც სპეციალურად არის აშენებული ან მოწყობილი დაცვის ინდივიდუალური საშუალებების არმქონე ადამიანების ხანგრძლივი ყოფნისათვის მოწინააღმდეგის მიერ დაზიანების ყველა საშუალების გამოყენების პირობებში. აღჭურვილია ტამბურებით, ფილტრსავენტილაციო დანადგარებით, გამთბობი და სანათი საშუალებებით, ფიცარნაგებით (საწოლებით), წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებით.

საჯარისო თავშესაფრები, ჩვეულებრივ, მრავალჯერადი გამოყენების ასაწყობ - დასაშლელი კონსტრუქციებია. სამოქალაქო თავშესაფარები განლაგებულია საწარმოო და საზოგადოებრივ ნაგებობებში (შეიძლება ეკავოთ როგორც სარდაფები, ისე ცალკე შენობები). იგი 100-150-დან რამდენიმე ათას კაცამდე ტევადობისაა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები