აბირონი
აბირონი (განეღო ქუეყანაი და დანთქა დათან და დაფარა ბანაკი აბირონისი. ფსალ.105, 17) - და დათან, ელიაბის ძენი, რუბენის ტომის - ისრაელის (ებრაელი ერის) თორმეტი ტომიდან ერთ-ერთი ტომის უხუცესნი (თავკაცები).
ებრაელი ერის აღთქმულ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, აბირონი და დათანი, ებრაელთა ზოგიერთ სხვა თავკაცებთან ერთად, შეითქვნენ მოსესა და მისი ძმის აარონის წინააღმდეგ, რის გამოც უფლის განგებით ისინი შთანთქა მიწამ მათი სახლობითურთ. მათთან ერთად დაისაჯა ისარის ძე კორე, რომელმაც მოიწადინა აარონის თანასწორად ყოფა და იყო ერთ-ერთი მოთავე შფოთისა. მათი მომხრენიც, 250 კაცი, დაიწვნენ უფლის მიერ ზეციდან მოვლენილი ცეცხლით (რიცხვ: XVI თ.).
წყარო
ანჩისხატის ტაძრის მედავითნე იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი სოსო ჯაჯანიძე).