ფოტოგრამმეტრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფოტოგრამმეტრია - (ბერძნული photos – სინათლე, gramma – ჩაწერა და metreo – ვზომავ), სამეცნიერო-ტექნიკური დისციპლინა, რომელიც სწავლობს ობიექტების ფორმის, ზომის, მდებარეობის განსაზღვრის თეორიას და პრაქტიკულ ხერხებს მათი ფოტოგრაფიული გამოსახულებებით. სურათების მიღების ხერხების მიხედვით განასხვავებენ სახმელეთო და აეროფოტოგრამმეტრიას.
სამხედრო საქმეში ფოტოგრამმეტრია გამოიყენება სპეციალური რუკების, ფოტოდოკუმენტების, მიზნების და ჯარების განლაგების კოორდინატების, სამხედრო ობიექტების ზომების და განლაგების განსაზღვრისა და სხვა მიზნებისთვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017