საერთო კურსი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:09, 15 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთო კურსი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში – საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის საერთო კურსის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო 1990-იან წლებში ყოფილ იუგოსლავიაში წარმოქმნილმა კონფლიქტებმა. საერთაშორისო მასშტაბით ევროკავშირის პოლიტიკის მთავარი პრინციპები ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა მაასტრიხტის ხელშეკრულებით (1993) და შემდგომ ამსტერდამის ხელშეკრულებით (2009). აღნიშნული კურსის რეალიზაციისათვის 2009 წელს შეიქმნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინსტიტუტები. ევროპული კავშირის მიერ ამ კურსის რეალიზაციის ამოცანებია:

1. გაეროს წესდების პრინციპების შესაბამისად, საერთო ფასეულობების, ძირითადი ინტერესების, დამოუკიდებლობის და ევროპული კავშირის მთლიანობის დაცვა;
2. ევროპული კავშირის უსაფრთხოების განმტკიცება;
3. საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცება და მშვიდობის შენარჩუნება;
4. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
5. დემოკრატიის, სამართლის, ადამიანის უფლებების განვითარება და განმტკიცება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები