განიარაღების საყოველთაო კონფერენცია 1932-34
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:06, 1 ნოემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განიარაღების საყოველთაო კონფერენცია 1932-34 - (შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის კონფერენცია), მიმდინარეობდა ჟენევაში. მასში მონაწილეობდნენ 54 სახელმწიფო, ერთა ლიგის წევრები და სხვა სახელმწიფოები.
განიხილეს ორი პროექტი: საერთო, სრული და დაუყოვნებლივი განიარაღების და შეიარაღებული ძალების პროგრესულ-პროპორციული შემცირების შესახებ. კონფერენციაზე პროექტები არ მიიღეს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.