საარტილერიო ცეცხლის სახეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:15, 29 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საარტილერიო ცეცხლის სახეები – საარტილერიო ცეცხლის კლასიფიცირება მოზიდული საარტილერიო საშუალებების რაოდენობის, მომზადების ან წარმოების, ტაქტიკური დანიშნულებისა და სხვა ნიშნების მიხედვით. ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მიღებულია საარტილერიო ცეცხლის შემდეგი სახეები:
- ცეცხლი ცალკეულ მიზანზე,
- წერტილოვანი ცეცხლი,
- უძრავი გადამღობი ცეცხლი,
- მოძრავი გადამღობი ცეცხლი,
- ცეცხლის ტალღა,
- მასირებული ცეცხლი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017