ვინცა მცნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვინცა მცნა (ფსალ. 54, 6) - ვინცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო. ამქვეყნიური ამაოებით და შფოთით შეწუხებული მეფე-წინასწარმეტყველი დავითი ნატრობს - ნეტავი ვინმემ მომცეს ტრედის ფრთები, რომ განვეშორო საწუთროს საზრუნავს და სულიერი სიმშვიდე ვპოვოო.
{გავიხსენოთ, რომ სახარებაში ტრედი სულიწმიდის სახეა (მათე 3, 16). მაშასადამე, მეფე დავითი ითხოვს სულიწმიდის მადლს, რომელიც აღამაღლებს მას ამქვეყნიურ ამაოებაზე (ამას ნიშნავს ავფრინდე) და სულიერი სიმშვიდეს მოუპოვებს}
წყარო
იოსებ ახალშენოვი, - ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 1875, თბილისი, 2004.