არმიის მორალური სულისკვეთება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 10 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმიის მორალური სულისკვეთება - არმიის პირადი შემადგენლობის ცნობიერების მდგომარეობა, რომელიც ასახავს შეიარაღებული ძალების სულიერ უნარსა და მზადყოფნას იმოქმედონ თავიანთი დანიშნულებისა და დასახული ამოცანების შესაბამისად ომიანობისა და მშვიდობიან დროს; სულიერი პოტენციალის გამოვლენისა და რეალიზაციის ფორმა, არმიის საბრძოლო პოტენციალის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი.

არმიის მორალური სულისკვეთებაში ყველა სულიერი პროცესი ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცნობიერების ორ დონეზე: იდეოლოგიურ დონეზე მკვიდრდება ღირებულებრივი წარმოდგენები და მოტივაციური დებულებები ომის, არმიის, მხედრული მოვალეობის მიმართ; სოციალურ-ფსიქოლოგიურ დონეზე ყალიბდება ინდივიდუალური და კოლექტიური მოქმედებების ემოციური და ქცევით-ნებელობითი სახეები და სტერეოტიპები. მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება საბრძოლო ვითარების პირობებში.

ომიანობის დროს არმიის მორალური სულისკვეთების სიმტკიცე დამოკიდებულია ომის მიზნებსა და ხასიათზე, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სამხედრო სარდლობის ავტორიტეტზე, ჯარების მართვის სიმტკიცეზე და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები