ცუსიმის ბრძოლა 1905
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცუსიმის ბრძოლა 1905 – რუსეთ-იაპონიის ომის (1904–05) დროს 14–15 (27–28) მაისს, ბრძოლა რუსეთისა და იაპონიის საზღვაო ძალებს შორის ცუსიმის კუნძულთან (კორეის სრუტეში). გაიმარჯვეს იაპონელებმა. რუსეთის ფლოტის განადგურებამ ცუსიმის ბრძოლაში საბოლოოდ განაპირობა ომში რუსეთის დამარცხება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.