საფუხარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საფუხარი - 1. ლითონის სხეპლით ნაქსოვი საბრძოლო ხელთათმანი, ხელის მტევნის დასაცავი. არსებობს ორი სახის საფუხარი, პირველი, - რომელიც წარმოადგენს ნაქსოვი ჯაჭვის ხელთათმანს, რომელშიც გამოცალკევებულია მხოლოდ ცერა თითი, და მეორე რომელიც იმავე ფორმისაა, ოღონდ არა ხელთათმანი, არამედ ტყავზე დამაგრებული ჯაჭვი, რომელიც ზემოდან იცავს ხელის მტევანს. ცერა თითი გაყრილია ტყავის ქვემოთ არსებულ თასმაზე, ასევე თასმითაა დამაგრებული ხელისგულიც. ტყავის დანარჩენი ნაწილი, რომელიც მაჯის ზემოთ ადის, ასევე ტყავის ან ქსოვილის თასმით იკვრება.
2. შალის ხელთათმანი. თითებიანი დაუთითებო. ერთთითა საფუხარს ხელმაჯი ჰქვია. ხევსურებში გვხვდება ნაქარგობითა და მძივ-ღილებით შემკული.
- მ.ქ.