საზამთრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საზამთრო – (Citrullus vulgaris); ერთწლოვანი მცენარე, გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი.
ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა – თეთრიდან მუქ მწვანამდე. ნაყოფის კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. ნაყოფის რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.
საზამთრო – ბიბლიური მცენარე
„იერუსალიმში 1995 წელს ქართულ და ებრაულ ტექსტთან ერთად გამოცემული თორას (მოსეს ხუთწიგნეული) მიხედვით, საუბარია „საზამთროზე“ (და არა „ნესვზე“), თორას რუსულ გამოცემაში კი მოხსენიებულია ნესვი“.