მაჟალო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 5 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაჟალო - (Malus orientalis Uglitzk. ex Juz.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 10-12 მ სიმაღლის ხეა, თითქმის უეკლო. ნორჩი ყლორტები შებუსულია. ფოთლები კვერცხისებური, ელიფსური ან ლანცეტაა. ფუძესთან ახლოს კიდემთლიანია, დანარჩენი ნაწილი – დაკბილული. ზედა მხარე მცირედ შებუსულია, ქვედა მხარე სქლად არის ქეჩისებურად შებუსული. ყვავილედი 4-6-ყვავილიანია. გვირგვინი თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო ელფერით. ყვ. IV;ნაყ. IX. მცენარე იზრდება დაბლობიდან შუა სარტყლამდე. ტყეებსა და ტყის პირას. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
მაჟალო – ბიბლიური მცენარე
„როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა საყვარელი ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში მსურს და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას“. (ქებათა ქება 2, 3)
წყარო
- კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
- ბიბლიური მცენარეები