ჭინჭარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 5 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭინჭარი

ჭინჭარი – (Urtica pilulifera) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მრავალრიცხოვანი მსუსხავი ბუსუსებით, ღერო სწორმდგომია ან აღმავალი, ჩვეულებრივ სუსტად დატოტვილი. მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა – Urticaceae-ს ოჯახს.

ჭინჭრის სიმაღლე 150 სმ-მდეა, ზოგჯერ კი 2 მ-საც კი აღწევს. ღერო ოთხკუთხაა, მარტივი, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტიანებულია. უხვადაა შემოსილი ხეშეში მარტივი, ჯირკვლოვანი ბეწვებით. ფოთლები მოპირდაპირეა, დიდი ზომის, ყუნწიანი, მუქი-მწვანე, ყვავილედი თავთავისებურია. ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, რომლის სიგრძე 1-1,5 მმ-ია.

ტოტებსა და ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები. ბუსუსები წამახვილებულია - ფუძესთან განიერი, წვეროსკენ თანდათან წვრილდება. ბუსუსების წვეროს კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი შეხებისას ადვილად იმსხვრევიან და ნემსა ბოლოთი კანს აზიანებენ. დაზიანებულ კანში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა, რასაც ,,დასუსხვას“ ეძახიან.

ჭინჭარი – ბიბლიური მცენარე

,,იმიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე“.

სოფონია 2, 9


აღნიშნული მცენარე განეკუთვნება ჭინჭრისებრთა ოჯახს• მას იცნობენ რომაული ჭინჭრის სახელით. გავრცელებულია იგი მკვდარი ზღვის მხარეში, ჟანგბადით ღარიბ, მშრალ და უდაბურ ადგილებში. მისი ფოთლები ისევე მსუსხავია, როგორც ჩვეულებრივი ჭინჭარი. მის ლორწოვან ბურთულა ნაყოფს ძველ დროში ღებულობდნენ როგორც გამაჯანსაღებელ, ჯანზე მოსაყვან მატონიზირებელ საშუალებას.


წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები