კატაბალახა
კატაბალახა – (Valeriana alpestris Steven); ოჯახი: კატაბალახასებრნი (Valerianaceae). მცენარის სიმაღლე 100 სმ-მდეა. ღერო მარტოულია, მაგარი, დაღარული, ხშირად – მოლეგო. ფოთოლი 3-5 წყვილია, მუხლებში შებუსული. ფოთლები მთლიანია, გრძელყუნწიანი, კვერცხისებური ან ელიფსური. კიდეებზე არათანაბრად ამოკვეთილ – დაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია ან რომბისებური. ზედა ფოთლები თითქმის მჯდომარე, ლანცეტა ან ხაზურია. ყვავილედი თავაკისებური ფარია, გვირგვინი – მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყლებში ტენიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.