ჩიტისთავა (Gagea dubia)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩიტისთავა (Gagea dubia A. Terracc.); ოჯახი: შროშანისებრნი (Liliaceae). მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. მცენარე მთლიანად შებუსულია. ძირის ფოთოლი ღრუს გარეშეა. ყვავილსაფრის ფოთლების წვერში ბეწვების ფუნჯია განვითარებული. ყვავილედი 5-15-ყვავილიანია. ყვავილსაფარი შიგნიდან ყვითელია, გარედან – მომწვანო, გვირგვინის ფურცლების წვერები ბლაგვია. ყვ. ნაყ. III-V. გავრცელებულია მთის შუა და ზედა სარტყლებში, ტყეებში, ტყის პირებზე და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია არწივის ხეობაში. ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.