ჭალაფშატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭალაფშატა


ჭალაფშატა – (Elaeagnus angustifolia L.); ოჯახი: ფშატისებრნი (Elaeagnaceae). 4-6 მ-ის სიმაღლის ბუჩქი ან ხეა, უეკლო ან ეკლიანი, ქერქი მოწითალო–მურა ფერისაა. ნორჩი ტოტები მოვერცხლისფრო ქეჩისებური შებუსვითაა. ფოთლები ორივე მხარეზე ვარსკვლავა-ქეჩისებური ქერცლებითაა მოფენილი, ქვედა მხრიდან მოვერცხლისფრო თეთრია, ზედა მხრიდან – მონაცრისფრო მწვანე, ფორმით – ლანცეტა ან ხაზური. ყვავილები იღლიურია, ყვითელი, სურნელოვანი. ყვ. IV-V; ნაყ. IX-X. მცენარე იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, ჭალებში, სარწყავი არხების გასწვრივ. კახეთში არცთუ ისე ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯში, თელავის მიდამოებში. ძირითადად ცნობილია აღმოსავლეთ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები