ქატმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:22, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქატმი


ქატმი – (Lavatera thuringiaca L.); ოჯახი: ბალბასებრნი (Malvaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო დატოტვილია, სიმაღლე – 50-150 სმ. ნაცრისფერ-ხავერდისებურად შებუსული. ფოთლები გრძელყუნწიანია, გულისებური. ქვედა ფოთლები 5 ნაკვთიანია, ზედა – 3 ნაკვთიანი. შუა ნაკვთი უფრო პატარა ზომისაა, მრგვალკბილებიანი. ჯამქვეშა ფოთლები მომრგვალოა. გვირგვინის ფოთლები თეთრია ან მოვარდისფრო, დიდი ზომის. წვერში ამოკვე- თილი და ძირში შევიწროებული. ყვ. ნაყ. VI-X. მცენარე იზრდება ტენიან ადგილებში, მდინარეთა ნაპირებზე, დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ გომბორის უღელტეხილზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები