პარნასურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარნასურა


პარნასურა – (Parnassia palustris L.); ოჯახი: Parnassiaceae. 10-40 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოულია, სწორად მდგომი. ფოთლები როზეტულია, გრძელყუნწიანი, მომრგვალო-კვერცხისებური, კიდემთლიანი. ღეროსეული ფოთოლი ერთია და გულის ფორმის, ღერომხვევი. გვირგვინი მოთეთრო ფერისაა. ყვ. ნაყ. VII-VIII. მცენარე იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში, ტენიან ადგილებში, მდინარეებისა და რუების გაყოლებით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე – სოფელ ვერხოვანის მიდამოებში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები