ჰუსარები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 17 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰუსარები - (უნგრული huszar, მხ.რ.), მსუბუქი კავალერია XVII–XX საუკუნეების ევროპულ არმიებში (შეიარაღება – ხმალი, კარაბინი, დამბაჩა).
ჰუსარები გაჩნდნენ უნგრეთში XV საუკუნეში, როგორც აზნაურთა ცხენოსანი ლაშქარი. პოლონეთში XVI–XVII საუკუნეებში ჰუსარები მძიმე კავალერიას წარმოადგენდნენ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017