კორვეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 23 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კორვეტი (ფრანგული - corvette),
1. XVIII-XIX საუკუნეებში აფრიან სამხედრო ფლოტში მსუბუქი ხომალდი, დაზვერვისა და დამხმარე ამოცანების შესასრულებლად;
2. II მსოფლიო ომის პერიოდში ბრიტანულ და ამერიკულ ფლოტებში – ნავსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო ხომალდი;
3. მცირე სადარაჯო ხომალდი ზოგიერთი ქვეყნის (იტალია, დანია, პორტუგალია და
სხვა) სამხედრო ფლოტებში.