კდემულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:51, 25 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კდემულება, კდემა - მოკრძალება, მორიდება ვინმესგან შენიშვნის მიღების, ძაგების მოლოდინში. სულხან-საბას განმარტებით: „კეთილ არს ვნებაჲ ესე“, ე.ი. დადებითი გრძნობაა.
მარადღე კდემულებაი ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. (ფსალ. 43, 15) აღნიშნულ ფსალმუნში ეს სიტყვა შეიძლება იხმარებოდეს - აუგის, შერცხვენის მნიშვნელობითაც.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე); 2004.