ნაღმების გალერეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:48, 3 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაღმების გალერეა - ხელოვნური მიწისქვეშა გასასვლელი მოწინააღმდეგის სიმაგრეებთან მალულად მისასვლელად ასაფეთქებელი მუხტით (ნაღმით) ამ სიმაგრეების დანგრევის მიზნით.
ნაღმების გალერეის განივი კვეთის ფართობი, ჩვეულებრივ, 2 კვ.მ-ს არ აღემატებოდა. ფართოდ გამოიყენებოდა XVI-XIX საუკუნეებში ე.წ. ნაღმურ ომებში, შეზღუდულად – I და II მსოფლიო ომებში.