ქალაქში ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქალაქში ბრძოლა - ქალაქში ბრძოლას ახასიათებს ხედვისა და სროლის ზონების შეზღუდულობა, დიდი ნგრევა, ხერგილებისა და ხანძრების გაჩენა, მანევრისა და მართვის სირთულე. ასევე - საბრძოლო მოქმედების დანაწევრება მთელ რიგ ადგილობრივ ბრძოლებად, განსაკუთრებული გააფთრება, შეუპოვრობა, მოიერიშე რაზმებისა და ჯგუფების ფართო გამოყენება. ჯარების ძირითადი ძალისხმევა ხმარდება ქალაქის მნიშვნელოვანი რაიონების, ცალკეული შენობების, ხიდებისა და სხვა ნაგებობების ხელში ჩაგდებას (შენარჩუნებას).